„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ახლა გამოცდის პარტია, თუ როგორ უყვარს იქ ქართველ ხალხს.
„ჩვენ გვექნება მცდელობა პარლამენტში საკითხები განხივილოთ იმ რეჟიმში, სადაც გადაწყდება უმრავლესობით. სადაც არ ვეთანხმებით და არ ვეთანხმებოდით, ახლა მითუმეტეს მკვეთრად დავაფიქსირებთ ჩვენს წინადადებებს. ახლა გამოვცდით, როგორ ვუყვარვართ ქართველ ხალხს. ერთხელ და სამუდამოდ შევაწყვეტინებთ მტერს და მოყვარეს საუბარს, როგორ ვერ გვიტანენ. თუ ვერ გვიტანენ, წავალთ სახლში, არავითარი პრობლემაა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური“ პარტია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ არ გავა, თუმცა არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.