ტელეწამყვანი და რუსული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი წევრი, თინა კანდელაკი წონის შენარჩუნების საკუთარ რეცეპტს ერთ-ერთ რუსულ გამოცემას უმხელს. თინა კანდელაკი ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეა, რაც გულისხმობს სწორად კვებას და აქტიურ სპორტულ რეჟიმს. მაშინ როცა ტელეწამყვანი სხვადასხვა მიზეზის გამო წონაში იმატებს, სწრაფი შედეგისთვის ამ დიეტას მიმართავს, რომლითაც 3-დან 5 კგ-მდე იკლებს:
პირველი დღე: 5 მოზრდილ ვაშლი, რომელიც დღის განმავლობაში ისე უნდა მიიღოთ რომ 5-ჯერ კვება გამოგივიდეთ. სვით მწვანე ჩაი და ჯანჯაფილის ჩაი მთელი დღის განმავლობაში. წყლის მიღების რაოდენობა სასურველია გაზარდოთ.
მე-2 დღე: უმარილოდ, უშაქროდ და უცხიმოდ მოხარშული წიწიბურა. გაყავით ისე რომ დღეში კვება 5-ჯერ გამოგივიდეთ. ჯანჯაფილის და მწვანე ჩაი.
მე-3 დღე: წიწიბურას მსგავსად, დანამატების გარეშე მოხარშული ბრინჯი. კვება 5-ჯერ. მწვანე და ჯანჯაფილის ჩაი. წყალი დიდი რაოდენობით.
თიკა კანდელაკის ამ დიეტით 3 დღეში 5 კგ-ს დაიკლებთ. გასათვალისწინებელია, რომ დიეტა მკაცრია და არ უნდა დაიცვან მათ, ვისაც კუჭი და ნაღვლის ბუშტი აწუხებს. დიეტის დასრულების შემდეგ ფრთხილად გადადით ჩვეულებრივი კვების რეჟიმზე. რაციონიდან საერთოდ ამოიღეთ ცომეული, ტკბილეული, ცხიმიანი და შემწვარი საკვები. მოერიდეთ თეთრ პურს (შეცვალეთ მჭადით ან ჭვავის პურით, რომლის რაოდენობამაც დღის განმავლობაში 100 გრამს არ უნდა გადააჭარბოს). მიიღეთ დღეში 2 ლიტრამდე წყალი და ისერნეთ მინიმუმ 15-20 წუთის განმავლობაში ფეხით, ყოველდღიურად. ასე შეძლებთ დაკლებული წონის შენარჩუნებას და გახდომის პროცესის გაგრძელებას.