ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ჟურნალისტი, რომელსაც ფარული ჩანაწერები გაუგზავნეს, თინა ხიდაშელის ბრალდებებს პასუხობს

 

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომელსაც გუშინ ფარული ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაუგზავნეს, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მისამართით სტატუსს აქვეყნებს. სტატუსი ხიდაშელის განცხადების საპასუხოა.

„ჩვენი ბრალი ყოფილა. მთელი დღე თავი რომ გავიგიჟეთ ზედ გადაფარებით და დაცვით და იმით, რომ არც სქესი და არც არაფერი ნიშანი არ წამოგვცდა… მეტის ღირსები ვართ… რაც გძულდეს და რასაც ებრძოდე ის დაგაბრალონო…

რა გვინდოდა, რას მივედით პროკურატურაში. ვყოფილიყავით ჩუმად… ასეა ხალხი ალბათ ნაჩვევი და “ეს შენ გეხება” მხოლოდ ფარსია. როგორც კი მართლა დააპირებ ბრძოლას, მაშინვე აქეთ დაგდებენ ბრალს და ტალახს გესვრიან. არაუშავს… ამასაც გადავიტანთ… არადა გულით მჯეროდა და რა ვქნა, ახლაც მჯერა რომ ტყუილს და ცილისწამებას უნდა შეებრძოლო – მათ შორის შენს წინააღმდეგაც! რა უხერხულია, როცა უსამართლოდ გირტყამენ …როცა რეალური დამნაშავის ნაცვლად შენზე იწმენდენ ხელებს მხოლოდ იმის გამო, რომ ეცადე სოლიდარული ყოფილიყავი…“ – წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც სწორედ მაკა რაზმაძესა და ბესო ზანგრუზე ჰქონდა საუბარი, იმ ადამიანებზე, რომლებსაც აღნიშნული ფარული ჩანაწერები გაუგზავნეს. ისინი მოგვიანებით პროკურატურაში, დაკითხვაზე დაიბარეს.

„არც კი ვიცი სერიოზულად უნდა ვიკითხო თუ არა, მაგრამ ამ 2 ადამიანს მინდა ვკითხო, ასეთ ტყუილს რომ იტყვი, ადამიანს ლაფში ამოსვრი, სრულიად ჩვეულებრივ ცილისმწამებლად და შანტაჟისტად რომ იქცევი, მერე რით განსხვავდები იმ ხალხისგან ვისაც ასე გულმოდგინებით “გმობ” ვიდეოების გავრცელებისთვის?“ – წერდა სოციალურ ქსელში ხიდაშელი.

იტვირთბა....