ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა

 

თურქეთის აღმოსავლეთით, ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში მომხდარ ტერაქტს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 27 დაშავდა.

ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მის უკან, როგორც წინა ორი ტერაქტის დროს, ხელისუფლება “ქურთების მუშათა პარტიას” მოიაზრებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ტერორიზმი დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ქალაქ დიარბაქირში გუშინ აფეთქდა, რომლის სამიზნესაც ახლოს მყოფი პოლიციის ავტობუსი წარმოადგენდა.

იტვირთბა....