ახალი ამბები მთავარი სამართალი

ასპინძაში, წლინახევრის ბავშვი მშობლებმა კარადაში დამწვარი იპოვეს

 

წლინახევრის ბავშვი მშობლებმა კარადაში დამწვარი იპოვეს. შემთხვევა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლის სახურავზე, ბავშვის ოთახის მაღლა გაჩნდა. ხანძრის შედეგად მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

იტვირთბა....