უცნობმა ადამიანებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არიზონის შტატის ქალაქ ტემპეში მდებარე „დემოკრატიული“ პარტიის ოფისი დაცხრილეს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, შემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის ტემპეში ჩასვლამდე რამდენიმე დღის წინ მოხდა.
უცნობმა პირებმა ცეცხლი „დემოკრატების“ ოფისის მიმართულებით გვიან ღამით გახსნეს. იმ დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, სროლა შემთხვევით გამვლელებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
NBC News-ის ცნობით, ეს ტემპეში მდებარე „დემოკრატების“ ოფისის დაცხრილვის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად პარტიის ოფისი 16 სექტემბერს დააზიანეს