ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას უფროსი მეთაური დაიღუპა

ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ დაადასტურა უფროსი სამხედრო ლიდერის იბრაჰიმ კუბეისის გარდაცვალება ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად.

„კიდევ უფრო დიდი სიამაყით, ისლამური წინააღმდეგობა პატივს სცემს მოწამის, მოჯაჰედების ლიდერის იბრაჰიმ მუჰამედ კუბაისის ხსოვნას, რომელიც მოწამეობრივად გარდაიცვალა,“ – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

თავდასხმაში იბრაჰიმ კუბეისისა და სარაკეტო ქვედანაყოფის რამდენიმე უფროსი წევრის დაღუპვის შესახებ წინასწარ იტყობინებოდა ცახალის წარმომადგენლები.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ლიბანში ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 558 ადამიანამდე გაიზარდა (ეს მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა). CNN-მა ლიბანის ბოლო დღე უწოდა “ყველაზე მომაკვდინებელ” ბოლო ათწლეულში.

ლიბანის ტერიტორიაზე დარტყმების საპასუხოდ ჰეზბოლამ 50-მდე რაკეტა გაუსროლა ისრაელს. ჯგუფის თქმით, თავდასხმების სამიზნე იყო მეგიდოს აეროდრომი და რამათ დავითის საჰაერო ბაზა, ასევე ქარხანა ქალაქ ზიქრონ იაკოვში. ჭურვების უმეტესი ნაწილი, ისრაელის არმიის ცნობით, ჩაჭრა.

იტვირთბა....