ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნება არ მოხდება” – კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატისა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, საკუთარ დამოუკიდებლობას არ შეწირავენ. ამის შესახებ ზატულინმა Газета.Ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“არჩევნების მოახლოებასთან ერთად მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ახალი მიდგომის წარდგენა გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის 2008 წელს სააკაშვილის აგრესიის გამო. ამას აკეთებენ არამხოლოდ საერთაშორისო მიზნებით, არამედ ძირითადად, შიდა პოლიტიკური მიზნების გამო. ისინი ცდილობენ ამომრჩევლების ყურადღება გადაიტანონ იმ ჩიხისკენ, სადაც ეს ქვეყანა სააკაშვილის აგრესიამ მოაქცია”. – თქვა ზატულინმა.

ზატულინის შეფასებით, კითხვა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონეზეა სწრაფვა საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასეთი ტიპის მშვიდობისკენ. მისი თქმით, თბილისში არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ აფხაზებსა და ოსებს ქართველებთან გაერთიანების მზადყოფნა აქვთ.

“ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. არანაირი აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნება არ მოხდება. რუსეთი არანაირად არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ზოგიერთს შეიძლება იმედი ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გაცვლის რაიმე სახის მოჩვენებით გამორჩენაზე, არ არსებობს და არც იარსებებს”. – თქვა ზატულინმა.

იტვირთბა....