ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ორგანიზაციამ “თაობები ქვეყნისთვის” საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, ბრიუსელში აქცია გამართა

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოსთან ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ.

შეკრებილების თქმით, ორგანიზაციამ “თაობები ქვეყნისთვის”, მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ყველა დოკუმენტი მოამზადა და შესაბამის უწყებებში გააგზავნა. ემიგრანტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდეს.

“ბრიუსელში დღეს უმანქანო დღე იყო და ყველა ქუჩა მანქანებისთვის იყო დაკეთილი, მიუხედავად ამისა აქცია მაინც ჩავატარეთ საქართველოს საელჩოსთან და ძალიან თბილი საღამო გამოვიდა.
ახალგაზრდებმა და ბავშვებმა პერფორმანსებით გაალამაზეს აქცია და მათი შემხედვარე აუცილებლად მიხვდებით რომ საქართველოს გადაშენება არ უწერია.
ძალა ერთობაშია, აქციები გრძელდება და კიდევ უფრო გავზრდით აქციების არეალს ყველა ქვეყანაში.” – წერს რევაზ ბეროზაშვილი სოციალურ ქსელში.

აქციაზე ასევე ისმოდა ლოზუნგები “გაუმარჯოს საქართველოს”, “მოდი არჩევნებზე”, “შენი ხმა მნიშვნელოვანია”.

იტვირთბა....