გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ “ქართულ ქარტიას”. ინფორმაციას ადასტურებენ მის პარტიაში და აცხადებენ, რომ “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ორბელიანების სასახლეში დღეს დილით იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდა.
ცნობისთვის, “ქართული ქარტია” პრეზიდენტმა საზოგადოებას 26 მაისს გააცნო. ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს განსხვავებული ერთობის მოდელს სთავაზობს.