ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

აშშ-ის ალაბამას შტატში, ქალაქ ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ ცეცხლი რამდენიმე ადამიანმა ადამიანთა ჯგუფს გაუხსნა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი მამაკაცის და ერთი ქალის ცხედარი იპოვა, ხოლო მეოთხე მსხვერპლი საავადმყოფოში ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

იტვირთბა....