ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„შოთაძეს მგონი უკვე აღარ აქვს უფლება იყოს თანამდებობაზე“

 

“ეს შენ გეხებაში” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

“დღევანდელ პროკურორს მე მგონი უკვე აღარ აქვს უფლება იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც იმყოფება, რადგანაც მან ფაქტობრივად წლები დაკარგა, როდესაც ეფექტური გამოძიება არ ჩაატარა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ეს გამოძიება უნდა ჩაბარდეს აბსოლუტურად სხვა ადამიანს, რომლის მიმართაც მეტი ნდობა ექნება საზოგადოებას”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, დღესაც გავრცელდა ფარული ვიდეოჩანაწერები, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ინტერნეტში დაბლოკვა დროულად მოახერხეს.

 

იტვირთბა....