ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილია 77-სართულიანი 6 ცათამბჯენის აშენება და ტყის განადგურება – საბა ბუაძე

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილია 77-სართულიანი 6 ცათამბჯენის აშენება და ტყის განადგურება – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

“ივანიშვილი, კალაძე და მასთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფი „ ვისოლი“, ფხაკაძეები და სხვები გეგმავენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცე გაანადგურონ, ეს არის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც განადგურების რისკის წინაშე დგას. ეს არის ურბანული გენოციდის გაგრძელება, რომელიც თბილისში დიდი ხანია მიმდინარეობს და რომლის შემდეგაც აქ დაგეგმილია ქალაქში ერთ-ერთი უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცის განადგურება. აქ დაგეგმილია 77-სართულიანი 6 ცათამბჯენი აშენება და იმ ტყის განადგურება, რომელიც მოსახლეობისთვის, მთელი ქალაქისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე თავშესაფარია. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ამ ტერიტორიის გადასარჩენად ვიბრძვით. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. 27 სექტემბერს, 13:00 საათზე, დაგეგმილი არის ამ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში“- განაცხადა ბუაძემ.

იტვირთბა....