“პროკურორები და გამომძიებლები აქცენტს აკეთებენ ჩემს მიმართ, რომ მე ჩავიდინე ეს. მესმის მე ბრალდებული ვარ, მაგრამ გთხოვთ, როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა და ქვრივი, აქცენტს ნუ აკეთებთ, რომ ეს ჩემი ჩადენილია.“-განაცხადა ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
„ეს არის შესაძლო შემთხვევა და პირველ რიგში, ეს დასამტკიცებელია. იმის გამო, რომ ვერ ვიტირე ჩემი ორი კაცი – ჩემი შვილი და ქმარი, სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ჩემ ხელებში ისინი როგორც თბილები ისე ჩამრჩნენ. რეალურად ჩემს წარმოდგენაში ისინი გარდაცვლილები არ არიან. მე თავისუფლება რომ მდომოდა იმისთვის მენდომებოდა, რომ მომეოხებინა და ადამიანურად მეგრძნო ის ტკივილი, რაც გადამხდა და რაც აღარ მაქვს. მაგდა პაპიძეს არსად მიმალვა არ უცდია. მაგდა პაპიძე შველას სთხოვდა პირველ რიგში სამეზობლოს, სამედიცინო პერსონალს, ტრასაზე ვიდექი და ხელებს ვუქნევდი სასწრაფო დახმარების მანქანებს, ბრიგადებს, ვანიშნებდი საით ვიყავი. მაგდა პაპიძე არსად არ დამალულა, გაცხოველებული ითხოვდა სიმართლეს და შველას”, – განაცხადა პაპიძემ პროცესზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომა, რომელიც 11 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ნაფიცმსაჯულთა შერჩევის სხდომა 7 აპრილს 11 საათზე დაინიშნა.