ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: “ოცნება წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე გადის არჩევნებზე“

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე “რესპუბლიკური პარტიის” არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გოცირიძის თქმით, თუ კოალიცია “ეროვნული ფორუმის” წევრებმაც დატოვეს, კოალიცია წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე დარჩება.

“ოცნება წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე გადის არჩევნებზე. წარმოიდგინეთ მათი სია “რესპუბლიკელების”, “თავისუფალი დემოკრატების” და ფორუმის გარეშე.

წარმოიდგინეთ? ჰო და ასეთი რამეც წარმოიდგინეთ: ვთქვათ, სიის პირველ ხუთეულს მისცეს წერითი დავალება. მოყოლით არ ითვლება. ლაპარაკი ყველამ ისწავლა. მაგალითად, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ან ტყე შეუნახეთ შვილებსა, ან კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო. შეიძლება ასეთიც: ”ბეკონმა თქვა, ცოდნა ძალააო?! ერთი მცოდნე და ფულიანი მაჩვენეთ”?!

ისევ წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მათი ნაშრომები? გრამატიკა ვაპატიოთ. ავიწყდება ხალხს. ფორმასაც არ მივაქციოთ ყურადღება. ყველა პოეტი ხომ ვერ იქნება? მხოლოდ შინაარსით შევაფასოთ.

ბევრი იფიქრებს, რომ ვხუმრობ ან ვაზვიადებ. აი გამოქვეყნდება სია და მაშინ გაიხსენეთ ჩემი სიტყვები.” – წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, დღეს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტია დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებზე მონაწილეობას.

იტვირთბა....