aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ: „ჩემთვის ჩემი ქმარი და შვილი ისევ ცოცხლები არიან.“

aviabiletebi
ავიაბილეთები

მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვა აირჩია.  ამის შესახებ მან თავად განაცხადა დღეს, პროცესზე. ასევე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პაპიძე პატიმრობაში დარჩეს, დაცვის მხარე აპროტესტებს, რადგან ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროცესის დასრულებამდე პაპიძის გათავისუფლება საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ადვოკატების თქმით, პაპიძე არც მიიმალება და არც მტკიცებულებებს გაანადგურებს, ასევე ის ვერ მოახდენს ზეწოლას მოწმეებზე, რადგან გამოძიებას არც ჰყავს პირდაპირი თვითმხილველი.

აღსანიშნავია, რომ მაგდა პაპიძეს სასამართლო პროცესზე ჰქონდა შენიშვნა სასამართლოს მიმართ. მისი თქმით, ის ჯერ ბრალდებულია და დამნაშავედ არ უნდა მოიხსენიონ.

„ჩემთვის ჩემი ქმარი და შვილი ისევ ცოცხლები არიან. თბილებები მახსოვს. მე ვიყავი ის, ვინც გზაზე ელოდა სასწრაფოს, რომ გადამერჩინა და პოლიციასაც სახლში დავხვდი“, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.

იტვირთბა....