მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა.
დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
დვალიშვილი UFC-ის უკვე მეორე ქართველი ჩემპიონია – ილია თოფურიას შემდეგ.