მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩათვალეთ, რომ 26-ში გაწვეული ხართ სამშობლოს სამსახურში, მის გადასარჩენად“ – სალომე სამადაშვილი მიმართვას ავრცელებს

“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში მოსალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა წავიდეს.

“წადით არჩევნებზე!

უფრო მნიშვნელოვანს თქვენს ცხოვრებაში, სავარაუდოდ, ვერაფერს გააკეთებთ – კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

კვლევებზე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი-ყველა მათგანი, გარდა ქოცის გაყალბებული პროპაგანდისტული კვლევისა, ადასტურებს-რუსული ოცნების რეალური რეიტინგია 30-35 პროცენტი. (მაინც მაღალია, ჩემი აზრით, ესეც რეგიონების ხარჯზე, დიდ ქალაქებში 3 იანზე ვერსად ავლენ)

ერთადერთი, რისი იმედიც აქვთ, არჩევნების მიმართ ნიჰილიზმია.

ამიტომ ავრცელებს სუსი ჭორებს გაყალბების დალაგებულ სისტემაზე. არ არსებობს გაყალბების მექანიზმი, რომელიც 30 პროცენტს აქცევს უმრავლესობად, თუ ხალხი არჩევნებზე მიდის.

წადით არჩევნებზე!

უფრო მნიშვნელოვანს თქვენს ცხოვრებაში, სავარაუდოდ, ვერაფერს გააკეთებთ.

თქვენი ხმა ისტორიას მართლა დარჩება!

თქვენი ხმა გადაწვეტს რუსეთში იცხოვრებენ თქვენი შვილები თუ ევროპაში.

დარეგისტრირდით დამკვირველად, თუ შეგიძლიათ ოპოზიციის კომისიის წევრად, მიიღეთ აქტიური მონაწილეობა არჩვენებზე ხალხის მობილიზაციაში.

მოკლედ, ჩათვალეთ, რომ 26-ში გაწვეული ხართ სამშობლოს სამსახურში, მის გადასარჩენად – წერს სალომე სამადაშვილი.

იტვირთბა....