სადისტრიბუციო მანქანები, თბილისის ქუჩებში, დილის საათებში შეზღუდვას შეზღუდვის გარეშე წლის ბოლომდე შეძლებენ – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრობს.
„დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ეს გადაწყვეტილება გადაიწია, 1-ელ სექტემბერს აღარ შევიდა ძალაში და მიმდინარე წლის ბოლომდე უფლებამოსილი არიან გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდნენ დილის საათებში, როგორც აქამდე იყო, დილის 8 სთ-დან 11 საათამდე შუალედში. ამით ცალსახად ხელი შეგვეწყო, თორემ საკითხი ნამდვილად პრობლემური იქნებოდა“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. შეზღუდვა ძალაშია M3 (ავტობუსი, 5 ტონაზე მეტი), N2 (სატვირთო, 3.5-დან 12 ტონამდე) და N3 (სატვირთო, 12 ტონაზე მეტი) კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში.
ამასთან, აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში ტრანსპორტის დიდი ნაკადებია. კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე; წერეთლის გამზირზე, ვაკე-საბურთალოს ცენტრალურ ქუჩებზე და ა.შ.
რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების