aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაგდა პაპიძის განმარტება: როგორ მოხვდა სისხლის კვალი ოთახში

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მინდა გავაკეთო აქცენტი სისხლის კვალზე, რომელიც იატაკზე იყო – მე ჩემს ჩვენებაში მაქვს განმარტებული, როგორ მოხდა სისხლის კვალი იქ“- განმარტა სასამართლო პროცესზე  ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ.

„როცა ჩემი მეუღლე და შვილი ვნახე, სისხლიანი ხელით შევედი ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად და ასევე ჩვენებაში ნათქვამი მაქვს, რომ ჩემს დედამთილთან დასახმარებლად სისხლიანი ხელით მივედი. რაც შეეხება რვეულს, როდესაც განმეორებით დაკითხვაზე შემოვიდნენ გამომძიებლები, მე ვთქვი, რომ ვაკეთებდი ჩემი ოჯახის ხარჯთაღრიცხვას და თავად ვთხოვე გამომძიებლებს მოეძებნათ ჩემი რვეული, სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი. ვთხოვე წასულიყვნენ ჩემთან სახლში.  მივუთითე, თუ სად უნდა ენახათ ეს რვეული, სადაც ჩაწერილი მქონდა, როგორ ვიყიდე მეუღლის მითითებით ურო და ლურსმნები. ზომები ვერ დავიმახსოვრე ლურსმნების და ამიტომ ჩავიწერე. თურმე მე როცა ეს ვუთხარი, (გამოძიებას),  უკვე რამდენიმე დღის ნანახი და ამოღებული ჰქონდათ რვეული.

რაც შეეხება ჩამონათვალს, რომელიც რვეულთან ერთად ნახეს, რომელი ჭკუათმყოფელი ეტყოდა გამომძიებელს იმ რვეულის შესახებ, თუ იქ ასეთი ჩანაწერები და ჩამონათვალი ექნებოდა გაკეთებული?  მე ველოდებოდი, რომ ჩანაწერში იქნებოდა ომარის მიერ დავალებული უროსა და ლურსმნების აღრიცხვა, თუმცა არ აღმოჩდა…

ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება და ყველა დეტალზე გავაკეთებ კომენტარს.“-განაცხადა მაგდა პაპიძემ.

შეგახსენებთ, დღეს მიმდინარეობს სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე  ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს განიხილავს.

იტვირთბა....