aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაგდა პაპიძე: ერთი თვე სისხლის კვალი როგორ ვერ ნახეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატები ბრალდების მხარის მტკიცებულებების გარკვეული ნაწილის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ.

პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

პაპიძის ადვოკატები ითხოვენ დაუშვებლად იქნას მიჩნეული ბრალდების შემდეგი მტკიცებულებები: 2015 წლის 20 დეკემბრის ოქმი, მტკიცებულებათა გახსნის და შემდეგ დალუქვის ოქმი, ურო და უროზე ჩატარებული ბიოლოგიურ- გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, რვეულის ამოღების ოქმი, რომელსაც თან ერთვის ჩანაწერები. აღნიშნული ჩამონათვალი ბრალდების მტკიცებულებებს წარმოადგენს.

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე, მოსამართლის შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც “მეტრონომის” კორესპოდენტი სასამართლოდან იტყობინება მაგდა პაპიძემ მოსამართლეს მიმართა. ბრალდებულის თქმით, როცა ოთახში მიცვალებულები იყვნენ დასვენებული და სამძიმარზე ბევრი ადამიანი იყო მისული რატომ ვერ შეამჩნიეს ამ ადამიანებმა სისხლის ლაქები და რატომ აღმოაჩინეს ერთი თვის შემდეგ.

დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ ორჯერ დათვალიერა შემთხვევის ადგილი და მეორედ დათვალიერების შემდეგ, დაახლოებით 1 თვის შემდეგ, იყო ამოღებული მაგდა პაპიძის ე.წ. დღიური.  მათი თქმით, ეს ბადებს ეჭვს.   დაცვის მხარეს მიაჩნია,  რომ ეს ოქმები დაუშვებელია და უნდა იყოს ამოღებული ბრალდების მხარისგან. აღნიშნულს არ ეთანხმება ბრალდების მხარე და ამბობს, რომ ნაგვის ურნაში ამოღებული ურო სისხლიანი იყო. ბრალდება ასევე აცხადებს, რომ ეს ურო არის მთავარი მტკიცებულება და გასაგებია რატომ არ სურს  დაცვის მხარეს ამ ნივთმტკიცების უგულებელყოფა.  რაც შეეხება დღიურს, ბრალდების მხარე საპასუხოდ აცხადებს, რომ თავიდან არავის დაუთვალიერებია რვეულები და წიგნები. მოგვიანებით ის ბრალდებულის დედამთილმა აღმოაჩინა. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა და  აღმოჩნდა, რომ  კალიგრაფია მაგდა პაპიძეს ეკუთვნოდა. სწორედ ამიტომ ბრალდების მხარე თვლის, რომ ეს მტკიცებულები მიპოვებულია საპროცესო კოდექსის სრული დაცვით და არ უნდა იყოს ამოღებული.

გარდა ამისა, ბრალდების მხარე ითხოვს რომ დაუშვებლად იყოს მიჩნეული დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან ის არ იყო კანონიერად მოპოვებული. ასევე დაუშვებლად იქნას ცნობილი შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, რადგან დაუდგენელია მათი წარმომავლობა და ავთენტურობა.

დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილი- ოთახი არ იყო დალუქული და ამ დროს ამოღებული მტკიცებულებები არის დაუშვებელი. დაცვის მხარის მტკიცებით, გამოძიება განგებ არ იძიებს სათანადოდ აღნიშნულ საქმეს.

აღსანიშნავია, რომ მაგდა პაპიძე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს  ქმრისა და მცირეწლოვანი ბავშვის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

იტვირთბა....