ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა: პარტიები კონკურენტულ რეჟიმში ითანამშრომლებენ

პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ჟურნალისტეთან საუბრისას განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ქართული ოცნებაც” დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

“მისაღები ფორმაა, რომ “ქართული ოცნება” გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისად, გაკეთდა განცხადება “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდანაც.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა მთავრობაში, პარტიული კუთვნილების მიუხედავად მთავრობის სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი.

შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა გავგრძელოთ არჩევნებამდე, შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე დღეს საუბარი ნაადრევია. საჭიროა, რომ მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი.

იტვირთბა....