პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვდება. კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ცნობისთვის, დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. დღეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს.