შაქრის დღიური დოზა ქალბატონებისთვის 50 გრამია, ანუ 2 სუფრის კოვზი. მამაკაცებისთვის-70 გრამი. მაგრამ ეს რაოდენობა არ ეხება რაფინირებულ ანუ თეთრ შაქარს. ქალბატონებმა ეს 50 გრამი სხვადასხვა ხილისა და საკვებისგან უნდა მიიღონ, რომლებიც ბუნებრივად შეიცავენ შაქარს.
ტკბილეულის მოყვარულებმა სჯობს შავი შოკოლადი მიირთავნ, რომელიც ნაკლებად შეიცავს შაქარს.
ცელულიტი არის ცხიმოვანი უჯრედების ანთება, რომელიც გამოწვეულია არასწორი კვებისა და ცხოვრების წესისგან.
არსებობს პროდუქტები და დანამატები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის აჩქარებას იწვევს: დარიჩინი, კოჭა და ა.შ.
ცილოვანი პროდუქტების გამოყენებით, (დაბალპროცენტიანი რძე, ყველი, მაწონი, კარაქი, ქათმის მოხარშული ხორცი, თევზი) იწყება კლების პროცესი, თუმცა მხოლოდ მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 10 დღის განმავლობაში, რადგან თუნდაც ერთი დამატებული დღე, უკვე ჯანმრთელობას აზიანებს (განსაკუთრებით ეს დაზიანება აისახება თირკმელებზე, რომელთა დაზიანების შემთხვევაში თირკმლის პრობლემა ქრონიკული ხდება).
საღამოს 6-ის მერე არ მიიღოთ საკვები-ეს უკვე მოძველებულია, რადგან თანამედროვე ადამიანს ღამის 2 საათამდე მაინც ღვიძავს. სწორედ ამიტომ ძილამდე 3-4 საათით ადრე შეგიძლიათ იკვებოთ.
წყალი იმ შემთხვევაში აშუპებს, როდესაც მარილიან საკვებს იღებთ და ის აკავებს წყალს. ამიტომ წყალი გახდომისთვის გამოიყენება მაშინ, როცა საკვებიდან მარილს ამოიღებთ.
დილით საუზმის მიღება აუცილებელია! ეს როგორც წონისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია.
კალორიული და ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღება ერთი საათით ადრე სასურველია ვარჯიშამდე, რომ შემდეგ მიღებული კალორიების დაწვა გარკვეულწილად მაინც მოხდეს.
ცილოვანი საკვები კი შეგიძლიათ ვარჯიშიდან ერთი საათის შემდეგ მიირთვათ.
წონის შენარჩუნებას ხელს უწყობს პატარ-პატარა ულუფებით ხშირად კვება, მოხარშული საკვებისა და ბოსტნეულის მიღება.
ხილი ძილის წინ არ მიირთვათ, რადგან ორგანიზმი ნაშირწყლების გადამუშავებას ვერ ახერხებს და ცხიმოვან ნაწილად იქმნება. ხილის მიღება დღის პირველ ნახევარშია მიზანშეწონილი.
ორგანიზმს შლაკებისგან და ტოქსინებისგან წმენდს კეფირი და რძე.
შიმშილით წონის დაკლება მიუღებელია! ორგანიზმი იფიტება და ღრუბლის ეფექტით იწოვს ნებისმიერ საკვებს, ამიტომ წონის მატება სწრაფად ხდება.
„დღის შოუ“

