დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბრის თვეში – ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს.
საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, რითაც პარლამენტის წევრებს საარჩევნო მარათონში ჩართვისა და ამომრჩევლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.
პარლამენტი დაგეგმილი სესიების ფარგლებში “ამნისტიის პროექტის“, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტისა და “პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს.