შეძრწუნებული ვარ „ჰამასის” ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ახალგაზრდა უდანაშაულო მამაკაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან. ყველა მძევლის გვერდით ვდგავართ. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, – აცხადებს ბორელი.