ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატი 105 500 ლარის ღირებულების მერსედესს ყიდულობს

სახალხო დამცველის აპარატი ავტომობილ Hynday-ს სანაცვლოდ, 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს ყიდულობს. ომბუდსმენის აპარატი მანქანას გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდის. აპარატმა ხელშეკრულება შპს ავტო თრეიდ ინ-თან გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, სახალხო დამცველის ძველი ავტომობილი – Hynday 7 000 ლარად არის შეფასებული. ფასის სხვაობა, ანუ 98 500 ლარი, სახალხო დამცველის აპარატმა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღეში უნდა დაფაროს.

2016 წელს გამოშვებული Mercedes-Benz-ის შესყიდვის ხელშეკრულებას ხელს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე აწერს.

„გამოწვეული იყო აუცილებლობა და საჭიროება სწორედ სახალხო დამცველის შესახებ კანონის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს, რომ აპარატი აუცილებელია აღჭურვილი იყოს ტექნიკური საშუალებით, რათა მოხდეს უფლებამოსილების სრულად განხორციელება. აპარატი უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი ტექნიკური საჭიროებით, რომ შეუფერხებლად შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. ზოგადად თუ გადავავლებთ თვალს აპარატის აქტივობებს, მათ შორის რეგიონული ოფისების ზრდის ტენდენციას, ამავდროულად ახალი უფლებამოსილებების გაჩენას, ზოგადად თანამშრომელთა რიცხოვნობა და დაფარვის არეალი საკამოდ დიდია, შესაბამისად, ეს საჭიროება გამოწვეული იყო სწორედ აპარატის წინაშე დასახული ამოცანების შეუფერხებელი და სრულიად შესრულებისთვის“, – აცხადებს ბელთაძე.

იტვირთბა....