“ეს უბრალოდ ფუჭი დროის ნაყვა არის, სხვა არაფერი. იმიტომ, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება, იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს ან კონსტიტუციას, ან ევროპულ ღირებულებებს, ან დემოკრატიულობას, ხო? წარმოუდგენელია!
ეს არის უბრალოდ იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით – ხალხს არწმუნებდნენ, რომ ამ კანონის მიღებით ჩვენ თითქოს გავიღვიძებდით რუსეთში და ნუ, რა ვიცი, ათასი სისულელე ჟღერდებოდა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით”. – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მოსამართლეები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ (რუსული კანონი) წინააღმდეგ შესულ სარჩელებს განიხილავენ.
👉 საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ 5 სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატების, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის