ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს ასეც უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს” – კალაძე

ჩვენი მხრიდან არ იქნება ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ქართული ოცნების” შეთავაზების, გამოცხადდეს მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად, საპასუხოდ განაცხადა.

ივანიშვილის გუნდის წევრი ამბობს, რომ “საპატრიარქოს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“.

ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენი მხრიდან არ იქნება ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს”,- განაცხადა კალაძემ.

გადასცემენ თუ არა წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოს მართვის სადავეებს ივანიშვილის გუნდს? – სასულიერო პირების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაში რისკებს ხედავს და აცხადებს, რომ მათთვის წინადადება მიუღებელია, რადგან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში, ეკლესია მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა და ავტონომიას დაკარგავს.

ერთადერთი, რაზეც, მღვდელმთავრები თანახმა არიან კონსტიტუციური ცვლილებებია, რომელიც ეკლესიის როლს გაზრდის და საპატრიარქოს უპირატესად წარმოაჩენს.

იტვირთბა....