ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფარული ვიდეოკადრები გავრცელდა: სამართალდამცავებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს (ფოტო)

დღეს 31 მარტია და როგორც უცნობმა პირებმა 14 მარტს დაანონსეს, ფარული ჩანაწერების გავრცელების მცდელობა დღეს მართლაც იყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ. რამდენიმე თვითმხილველი იმასაც ამბობს, რომ ჩანაწერები ვიდეოპორტალიდან ძალიან მალევე აიღეს. როგორც ჩანს, შესაბამისი სამსახურები სამართალდარღვევის ამ ფაქტზე, ამჯერად მაინც სწრაფად რეაგირებენ.

“მეტრონომმა” ნახა ბმული, რომელიც უკვე მიუწვდომელია.

შეგახსენებთ, 14 მარტს სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეოს თან ერთოდა ჩანაწერი, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსს და ჟურნალისტს დაემუქრნენ, რომ თუ ქვეყანას არ დატოვებდნენ მათაც მსგავსი შინაარსისი ვედეოჩანაწერებს გამოუქვეყნებდნენ.

 

3434
ჩვენ სპეციალურად დავფარეთ სახელი და გვარი. ამჟამად ბმული დაბლოკილია
იტვირთბა....