ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეს სავარაუდოდ ნაფიც მსაჯულები არ განიხილავენ. ამის შესახებ მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ სასამართლოს დაწყების წინ განაცხადა.
როგორც “მეტრონომის” კორესპოდენტი სასამართლოდან იტყობინება პროცესი ამ წუთებში იწყება. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ლანა პაპიძის ინფორმაციით, დღეს მაგდა პაპიძე გარკვეული პოზიციის დაფიქისრებას აპირებს.
როგორც ლანა პაპიძემ აღნიშნა, ყველა პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსნა და ყველაფერი გაირკვევა.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა ედება ბრალად. როგორც “მეტრონომს” მისმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა, პაპიძე პროცესის წინ ფსიქოტროპულ წამლებს განგებ არ იღებდა, რადგან სურს, რომ სასამართლო პროცესზე საღი აზროვნების უნარი ჰქონდეს.