ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავიაკატასტროფა კანადაში: ყოფილი მინისტრი დაიღუპა

კანადის ყოფილი ტრანსპორტის მინისტრი ჯან ლაპიერი და მისი ოჯახის წევრები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ – ამის შესახებ CNN წერს.

მცირე ზომის კერძო თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ესმხვერპლა. მათ შორის ჯან ლაპიერი, მისი მეუღლე, და, ორი ძმა და ეკიპაჟის ორი წევრი.

ტელეკომპანიის ცნობით, ლაპიერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მისი მამა პარკინსონის დიაგნოზით გარდაიცვალა და მის გასვენებაში მიდიოდა.

პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ტვიტერზე წერს, რომ ლაპიერის დაკარგვა პოლიტიკური სამყაროს დიდი დანაკლისია.

ჯერჯერობით უცნობია ავიაკატასტროფის მიზეზები.

იტვირთბა....