ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მკვლელობა მარნეულში – სასამართლომ ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

უწყების განცხადებით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, 2022 წელს მათ საერთო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა. დაპირისპირების დროს 33 წლის ბაზილარ მახმუდოვმა ცივი იარაღით 29 წლის ჯავიდან მამედოვი მოკლა.

“2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. 

ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....