დღეს, თბილისში დიღმის ტრასაზე სარეკლამო ბილბორდი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტი” განცხადებას ავრცელებს.
“დღეს, გასული რამოდენიმე თვის განმავლობაში, უკვე მესამედ (! ! !) სარეკლამო ბილბორდი ჩამოვარდა ! მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, რისი ალბათობაც უაღრესად მაღალია ! ჩვენ, კიდევ ერთხელ და ამჯერად კატეგორიულად მოვუწოდებთ თბილისის მერს, დავით ნარმანიას, დაუყონებლივ უზრუნველყოს ამ სიცოცხლისათვის სახიფათო კონსტრუქციების განთავსების სრულფასოვანი და სრულმასშტაბიანი მონიტორინგის დაწყება! ჩვენ ასევე მოვითხოვთ, სპეციალიზებული ორგანოს შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ამ და სხვა სახიფათო კონსტრუქციების განთავსებასა და შემდგომ ექსპულატაციას.” – წერია განცხადებაში.