ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ახლახანს: ლადო პაპავა თანამდებობიდან გადადგა

ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს. თსუ-ში აკადემიური საბჭოს სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

16 მარტს აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობის მოთხოვნით რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს. რაც ნიშნავს იმას, რომ აკადემიურმა საბჭომ რექტორის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში შეიტანა. იმპიჩმენტის საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის ჩატარება, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. ასევე ისინი თვლიან, რომ თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერისტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. გუშინ მათ აღნიშნული მოთხოვნებით შიმშილობაც დაიწყეს.

იტვირთბა....