ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვანის პოლიციის უფროსი სამსახურებრივი ავტომობილით რქოსან პირუტყვს დაეჯახა

“მთავარ არხს” წყარო უყვება, რომ ვანის პოლიციის უფროსი სამსახურებრივი ავტომობილით რქოსან პირუტყვს დაეჯახა. წყარო ამბობს, რომ მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო.

დაზიანებულია სამსახურებრივი მანქანა, პოლიცია კი პირუტყვის მეპატრონეს დაჯარიმების მიზნით ეძებს, რადგან უწყების განმარტებით, შინაური ცხოველი უმეთვალყურეოდ უნებართვო ადგილზე გადაადგილდებოდა.

“მთავარ არხს” შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს უდასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პოლიციის უფროსი არაფხიზელ მდგომარეობაში არ ყოფილა.

იტვირთბა....