ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გაფართოვდება თუ არა ამნისტიის კანონში ჩაწერილი მუხლების სია? – პარლამენტში კანონპროექტს განიხილავენ

გაფართოვდება თუ არა ამნისტიის კანონში ჩაწერილი მუხლების სია? დილიდან საქართველოს პარლამენტში “ოცნების” მოფიქრებული ამნისტიის კანონის განხილვა დაიწყო. “ქართული ოცნება” პატიმრების დამშვიდების რეჟიმზეა გადასული. ხელისუფლება ამტიცებს, რომ ეს არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანური აქტია და მისი მთავარი პრინციპი სამართლიანობასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსია.

სახელმწიფო იმაეც არის პასუხისმგებელი პატიმრების უფლებების დაცვასთან ერთად, რომ ვთქვათ, ძალიან მასობრივი ამნისტიის შედეგად შემდგომ კრიმინალმა არ მოიმატოს. რა თქმა უნდა, ცვლილებები გარკვეული შეიძლება იყოს შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე, თუმცა არსი ის არის, რომ ბალანსი დავიცვათ ერთი მხრივ პატიმრების გათავისუფლებით და მეორეს მხრივ ამ კრიმინალის გაზრდისგან დაცვით, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ კანონპროექტში ცვლილებები შესაძლოა შევიდეს, თუმცა პატიმრებს არც ფუჭი მოლოდინები უნდა გაუჩნდეთ.

შეიძლება ფიქრი შესაძლო გაფართებაზე მუხლების. რა თქმა უნდა, საკომიტეტო განხილვები  და პლენალური სხდომა ამისთვის არის, რომ ეს არ არის მზა პროდუქტი. თუ ამისი სივრცე  არსებობს, რა თქმა უნდა, შეიძლება გაფართოვდეს კიდეც, თუმცა ჭარბი მოლოდინებიც არ უნდა იქნეს შექმნილი. არ გამოვიყენოთ ეს კანოონპროექტი რაღაცა პოლიტიკური სპკეულაციებისთვის  და არც ფუჭი მოლოდინები გავაჩინოთ  და არც  ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომ  ეს საკითხი უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს, – თქვა დღეს ანრი ოხანაშვილმა.

ამასვე ამტკიცებდა დღეს რატი იონათამიშვილიც.

ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი და ამორალური, რაც შეიძლება იკადროს ადამიანმა, ეს არის პატიმრობაში მყოფ ადამიანს გაუჩინოს ფუჭი იმედები და მოლოდინები, ეს არ შეიძლება. ამიტომ, ამნისტოა უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, გასაგები, – ამბობს რატი იონათამიშვილი.

ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია “გირჩი” იღებს. იაგო ხვიჩიამ სხდომაზე თქვა, რომ უსამართლოა, როდესაც ამნისტია არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მუხლებით სხედან. ოპოზიციის წევრმა “ოცნებას” გამოსავალის მოანხვა შესთავაზა.

მაგალითისთვის, საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რომელიც გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოა აქ მოხვედრილი, თორემ სხვანაირად ეს არ მოხდებოდა, ისევე, როგორც საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი დანაშაული, მთელი თავია ამ სამოხელეო დანშაულის ამოღებული და საერთოდ ეს კანონი ამაზე არ ვრცელდება. მე მესმის,რ ომ მათ შორის, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ამბავია, რომ მიხეილ სააკაშვილს ეხება ამნისტია და ამას შეიძლება რაღაცა მოყვეს.  იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშილს ამნისტია არ შეეხოს, ადმიანებს, რომლებიც ციხეშ იგივე მუხლით სხედან, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს ზოგადად მისჯილი, არ არის მემგონი სამართლიანი, რომ ვთქვათ, რომ „იცით, რა, არცერთს არ გაგისვებთ, იმიტომ, რომ მიშა ზის ციხეში ამ მუხლით“. იქნებ მოვიფიქროთ ისე და დავიწყოთ ამაზე კონსულტაცია, რომ დაზარალებულის თანხმობით ის მუხლები, რომელიც გამორიცხულია, რომ საერთოდ ამნისტია არ ეხება, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, მინიმუმ, ის ზოგადი ნორმა 1/6, რომელიც ყველას აკლდება, მინიმუმ, ეს რომ შევახოთ, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

ამნისტიის კანონით, წინა საარჩევნოდ “ოცნება” გეგმავს, ციხის კარი 3000-მდე პატიმარს გაუხსნას, 7000-მდე მსჯავრდებულს კი მსჯავრი შეუმციროს.

იტვირთბა....