ბახტრიონის ქუჩაზე პატრულმა მამაკაცს თავის კუთვნილ ავტომანქანაში იარაღი აღმოუჩინა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქუჩაძე კრიმინალური პოლიციისა და პატრულის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული, რა დროსაც მერსედესის მარკის ავტომანქანა გააჩერეს, შიგნით მყოფი ორი პირი გადმოიყვანეს და ხელბორკილები დაადეს. მათ ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად იარაღი აღმოუჩინეს, რომელიც თავის ბუდეში იდო და სურათები გადაუღეს.
მოგვიანებით, როგორც შსს-ში „მეტრონომს“ განუცხადეს, ამოღებული ნივთი იარაღის ფორმის სანთებელა აღმოჩნდა. სინამდვილეში კი მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის დააჯარიმეს და ექვსი თვით ავტმანქანის მართვის უფლება შეუზღუდეს.