ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი – “რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით”

რუსეთის ტყვეობიდან 10 უკრაინელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, გათავისუფლებულ 10 მშვიდობიან მოქალაქეს შორის ერთ-ერთი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ჯელიალია, რომელიც ყირიმში 2021 წელს დაატყვევეს.

უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, 10 მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებით 53-ე გაცვლა დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სამშობლოში 100 უკრაინელი დაბრუნდა.

იტვირთბა....