ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლონეთში სიგარეტის და სანთებელას მოპარვის ბრალდებით 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს

პოლონეთში სიგარეტის და სანთებელას მოპარვის ბრალდებით 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს – ადგილობრივი მედია პოზნანის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ , 25-26 ივნისის ღამით კაცმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრია, შიგნით შეიჭრა და მხოლოდ სიგარეტი და სანთებელა მოიპარა. ზარალმა თითქმის 3000 პოლონური ზლოტი შეადგინა.

ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქე დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ფული თან არ ჰქონდა.

მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა, როგორც მედია წერს, ის გისოსებს მიღმა უფრო დიდხანს აღმოჩნდება, რადგან სხვა დანაშაულისთვის 1-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი ჰქონდა.

იტვირთბა....