ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება – პრემიერი

პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, ოპოზიციას ბოიკოტის გამო აკრიტიკებს.

პრემიერი ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ოპონენტებს “ქართულ ოცნებასთან” დებატების წაგების ეშინია და ამიტომ არ ესწრებიან სხდომებს.

რადიკალურმა ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა. გასული წლების განმავლობაში, მოწვევას გავიხსენებ, ყოველ ჯერზე, მათ წააგეს პოლიტიკური დებატები ქართულ ოცნებასთან, აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მათ ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, დებატებში შემოსვლა. პირადად ჩემთან ჰქონდათ ოთხჯერ შანსი, რომ ინტერპელაციის წესით მოვსულიყავი პარლამენტში, გაემართათ დებატები, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ინტერპელაციის თაობაზე წერილის გამოგზავნა და ახლა, როცა უკვე სავალდებულო წესით იმართება ყოველწლიური ანგარიშის განხილვა, მოხსენების განხილვა, აქაც ვერ გაბედეს დებატებში შემოსვლა.
აქედან ჩანს ორი რამ – პირველი, ის, რომ ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი. მეორე, სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს ქართულ ოცნებასთან მმართველ გუნდთან დებატებში შემოსვლას,“ – ამბობს პრემიერი.

იტვირთბა....