ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცნობილია, ვინ მიიღო საქართველოში შტატებისგან ნატოს სამიტზე დასასწრები მოსაწვევი – ექსკლუზიური განმარტება სახდეპისგან

სიცხადე საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ გაურკვევლობაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიტანა. “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ განმარტებაში, შტატები ასახელებს კონკრეტულ გვარს და კონკრეტულ მინისტრს,  ვინც ნატოს სამიტზეა დაპატიჟებული, თუმცა ეს არ არის ირაკლი კობახიძე.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი “ამერიკის ხმას” უდასტურებს ინფორმაციას, რომ მოსაწვევი მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ოცნების” ხელისუფლება.

ამერიკის ხმამ სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, გაეგზავნა თუ არა მოსაწვევი ირაკლი კობახიძეს და თავდაცვის მინისტრს?

სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი ასეთია:

პარტნიორობა მშვიდობაში (პროგრამაში ჩართული) სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგულია იმის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ნატოს კარის გახსნილობა ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი მზად იქნებიან და შეძლებენ შეასრულონ წევრობის ვალდებულებები”- წერია განმარტებაში.

ნატოს საიუბილეო თარიგს ამერიკის დედაქალაქი 9-11 ივლისს უმასპინძლებს.

იტვირთბა....