ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტში დღეს კობახიძეს მოუსმენენ – შენობაში ისევ არ შეუშვებენ ონლაინ-მედიას

პარლამენტში ხვალ, 28 ივნისს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ – საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს კი შენობაში შესვლა ისევ შეეზღუდებათ.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ივნისს,  საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, – წერია პარლამენტის განცხადებაში.

იტვირთბა....