ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

უნგრეთი საქართველოსთვის 68-მილიონიან საკრედიტო ხაზს გამოყოფს

უნგრეთი საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის 68 მილიონიან საკრედიტო ხაზს გამოყოფს. ამის შესახებ ცნობილი, უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შორის გამართული შეხვედრის დროს გახდა.

უნგრული მხარის ინიციატივით, “ექსიმ” ბანკში ერთობლივი პროექტების ხელშეწყობისთვის, საკრედიტო ხაზი გაიხსნება.

აღნიშნული საკრედიტო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობა, ორივე ქვეყნის იმ კომპანიებს მიეცემათ, რომლებიც ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.

იტვირთბა....