„სასწაულები ხდება უკვე არა მარტო ჩემს თავს, არამედ ტელეფონისასაც“,- ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
მისი ვარაუდით, მისი კუთვნილი მობილურის ნომერი სხვა პირზეა პორტირებული.
„სასწაულები ხდება უკვე არა მარტო ჩემს თავს, არამედ ტელეფონისასაც. ვემესიჯები ნოდარ მელაძეს და ჩემი ნომრის ნაცვლად, სხვა ნომერი ეწერება… ერთხელ, მეორედ, მესამედ… რა ნომრიდან მისდის, ახლა აქ არ დავწერ, მაგრამ ხომ მშვიდობაა? პორტირებული ვარ ასე ნაგლად სხვა ნომერზე თუ რა ხდება? და იმავე ნომერზე ვიღაც ტიპის სურათი ეხატება ვაიბერზე” – წერს ინგა გრიგოლია.