თავდასხმა პრაღაში. დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს.
შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.