ახალი ამბები

“იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ” – თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოსთან გუშინ, 19 ივნისს, იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე იპოდრომის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გახდება შესაძლებელი.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “იპოდრომი უბეტონო მხარე” იყო, რომელიც ამბობს, რომ ტყეში ცათამბჯენების აშენებას არ დაუშვებს.

“გადავწყვიტეთ საკრებულოსთან შევკრებილიყავით, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო, ჩვენი აზრის სრული იგნორირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეხვედრებზე ვთხოვდით რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიეღოთ ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად უჩუმრად, ისე, რომ არც შეგვატყობინეს, გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებოდნენ განხილვას ჩვენ გარეშე არ ჩაატარებდნენ. ვითხოვთ დაგვიბრუნონ სარეკრეაციო ზონის სტატუსი და იპოდრომმა შეინარჩუნოს ის სახე, რასაც წლებია ატარებს”, – თქვა მოძრაობის წარმომადგენელმა.

იტვირთბა....