ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც განცხადებაში ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, ის ტოვებს თანამდებობას და რიგით ვეტერანად რჩება.

“მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რასაც აქამდე ვემსახურებოდი, მნიშვნელოვანი იყვნენ ის ადამიანები, ვის კეთილდღეობაზეც 24 საათი ვზრუნავდი. სამსახურმა განახორციელა უამრავი პროექტი და იგეგმებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამოწყებები. ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო იმ ადამიანს, ვინც დაიკავებს ჩემს ადგილს და ამ საქმეს გააგრძელებს. შემომთავაზეს სხვა თანამდებობების დაკავება, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან ეს საქმე ჩემთვის მორალურად იყო მნიშვნელოვანი, მივდივარ და ვრჩები რიგით ვეტერანად. მე, ირაკლი შიხიაშვილი ყოველთვის ვუგულშემატკივრებ თითოეულ ვეტერანს და ვიდგები ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე”, – ნათქვამია ირაკლი შიხიაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შიხიაშვილმა კარიერა ჯერ კიდეც “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაიწყო. ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გადაინაცვლა.

იტვირთბა....