“იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევა ბარბაქაძეს ოპერაცია გუშინ ხერხემალზე, დღეს კი მენჯ-ბარძაყზე და ხელზე გაუკეთდა.
14 წლის გოგონა 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.