ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის იარსებებს და არც არავინ”– ალექსანდრ დუგინი

“მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის იარსებებს და არც არავინ”– წერს კრემლისა და პუტინის პროპაგანდისტი და იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი ტელეგრამზე.

“ოდესღაც “დნრ” და “ლნრ” [დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები]  არ იყო ჩვენს დღის წესრიგში და ჩვენ ვაღიარეთ ყირიმი „უკრაინად“ და ვესხმოდით ყველას, ვინც სხვაგვარად ფიქრს გაბედავდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ხერსონის რეგიონსა და ზაპოროჟიეს შესახებ. ეს არის დიპლომატია. და არსებობს გეოპოლიტიკის ცივი კანონები. მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის იარსებებს და არც არავინ”– წერს ალექსანდრ დუგინი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან გამოთქვამს მზაობას, რომ შეწყვიტოს ომი და უკრაინას სანაცვლოდ გარკვეულ პირობებს სთავაზობს.

“როგორც კი უკრაინა დაიწყებს ჯარების გაყვანას დონბასიდან და ნოვოროსიადან და აიღებს ვალდებულებას, არ შეუერთდეს ნატოს, რუსეთის ფედერაცია შეწყვეტს ცეცხლს და მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის”, – განაცხადა ოკუპანტმა.

იტვირთბა....